Academy

შემომყვანი ტურიზმის მენეჯმენტის სასწავლო კურსი

ვიზიტჯორჯიას აკადემია გთავაზობთ შემომყვანი ტურიზმის მენეჯმენტის პრაქტიკულ სასწავლო კურსს. კურსის მიზანია მონაწილეები სრულყოფილად დაეუფლონ ტურის შედგენის, დაგეგმვისა და განხოციელების უნარებს.

Tuesheti, Georgia UNESCO
Trekking in Svaneti, Shkara Glacier

Learning by doing

სწავლების პროცესი დაფუძნებულია ისეთ მეთოდზე, როგორიცაა “Learning by Doing”. კურსის განმავლობაში მონაწილეები კომპანიის რეალურ საქმიანობაზე დაფუძნებულ დავალებებს შეასრულებენ. 

სარგებელი

  • დაეუფლები ბაზარზე მოთხოვნად პროფესიას;
  • დასაქმედები მაღალანაზღაურებად პოზიციაზე;
  • გაიცნობ საინტერესო და მოტივაციის მომცემ პროფესიონალებს;
  • შეიძენ ახალ ცოდნასა და უნარებს;

კურსის დეტალური ინფორმაცია

კურსის დაწყების თარიღი

სასწავლო კურსი დაიწყება 2024 წლის ნოემბერში. იგი მოიცავს 14 პრაქტიკულ მეცადინეობას და საბოლოო ტესტირებას.

w

ენა

სწავლება წარიმართება ქართულ ენაზე.

ლექციები ჩატარდება კვირაში ორჯერ.

1. ორშაბათი: 19:00 – 21:00 (2 საათი)
2. ხუთშაბათი: 19:00 – 21:00 (2 საათი)

ვიზიტჯორჯიას აკადემია

ინგოროყვას ქ. 4ა, 
თბილისი, 0105, საქართველო

კურსის დასრულების შემდეგ, ტესტირების წარმატებით ჩაბარების შემთხვევაში (მინ: 71%) მონაწილეები მიიღებენ ორენოვან სერტიფიკატს.

გაიცანით ტრენერები

სასწავლო კურსი დაფუძნებულია „ტურისტული სააგენტო ვიზიტ ჯორჯიას“ 25+ წლიან გამოცდილებაზე. ლექციებს გაუძღვებიან შემომყვანი ტურიზმის დარგის წამყვანი სპეციალისტები:

ალექსანდრე (ლექსო) მამულაშვილი

ვიზიტჯორჯიას დამფუძნებელი და დირექტორი

25 წლის წინ მან შექმნა საქართველოს ტურიზმის ისტორიაში ყველაზე წარმატებული ბრენდი, რომელიც ბოლო 15 წელია ლიდერი შემომყვანი ტუროპერატორია საქართველოსა და მთელ კავკასიაში. სწორედ მისი დამსახურებაა რომ ვიზიტ ჯორჯიას სახელი დღეს მაღალ ხარისხთან და მუდმივ განვითარებასთან ასოცირდება.

ალექსანდრეს მიერ აღზრდილი კადრები დღეს სხვადასხვა ტურისტულ კომპანიაში როგორც რიგით, ასევე მმართველ რგოლში არიან დასაქმებულნი. საქართველოს ტურიზმის ინდუსტრიაში მის მიერ დანერგილ ინოვაციებს აქტიურად იყენებენ არამარტო ადგილობრივი, არამედ კავკასიაში მომუშავე ტუროპერატორები.

თეთუ ჩარკვიანი

ვიზიტჯორჯიას ადმინისტრაციული დირექტორი

თანამედროვე ტურიზმში იგი გიდების ერთ-ერთ პირველ თაობას წარმოადგენს. მის სახელსვე უკავშირდება გიდებისთვის პროფესიული სახელმძღვანელოს შექმნა, რომელიც დღემდე ვიზიტჯორჯიას აკადემიის სასწავლო პროგრამის განუყოფელი ნაწილია. აღსანიშნავია, რომ აღნიშნულ სახელმძღვანელოს კვალიფიკაციის ასამაღლებლად სხვა კომპანიის გიდებიც იყენებენ. მისი ჩართულობით არაერთი კადრი აღიზარდა ტურიზმის ინდუსტრიაში.

თეთუს დამსახურებაა კომპანიის წარმატება გერმანულენოვან ბაზარზე, როდესაც იგი გერმანულენოვანი განყოფილების ჯერ მენეჯერი, ხოლო შემდეგ ხელმძღვანელი გახლდათ. გარდა ამისა, მან საერთაშორისო ტურისტულ გამოფენებში მონაწილეობით დიდი წვლილი შეიტანა არამარტო ვიზიტჯორჯიას, არამედ ზოგადად საქართველოს ცნობადობის გაზრდაში. მისი კარიერა 22 წარმატებულ წელს ითვლის.

დღეს იგი კომპანიის მდგრადი კორპორატიული კულტურის დახვეწასა და გაძლიერებაზეა კონცენტრირებული, რათა ვიზიტჯორჯიას თითოეული თანამშრომელი ჯანსაღ და განვითარებაზე ორიენტირებულ გარემოში მუშაობდეს.

ნატო ჭიოკაძე 

ვიზიტჯორჯიას ოპერირების დირექტორი

მისი 13 წლიანი უწყვეტი კარიერული წინსვლა გიდის პოზიციაზე მუშაობით დაიწყო, დღეს კი ვიზიტ ჯორჯიას ოპერირების დირექტორია. იგი კარგად იცნობს საქართველოში არსებულ სასტუმროებს, ღვინის მარნებს, რესტორნებსა თუ სხვა ტურისტული მნიშვნელობის ობიექტებს.

გარდა ამისა, ნატო ჭიოკაძეს დიდი წვლილი მიუძღვის ვიზიტ ჯორჯიას კომპიუტერული პროგრამის შექმნაში, რომლის საშუალებითაც თანამშრომლები სწრაფად და მარტივად ახერხებენ ტურის შექმნასა თუ შემდგომ ოპერირებას.

აღნიშნული პროგრამა, თავისი შესაძლებლობებით უნიკალურია მსოფლიო ტურიზმის მასშტაბით. ნატოს მენეჯმენტისა და მოლაპარაკებების შესანიშნავი უნარი მნიშვნელოვნად განსაზღვრავს კომპანიის წარმატებას.

ლუკა მამნიაშვილი

ვიზიტჯორჯიას ტურისტული პროდუქტის მენეჯერი

ტურიზმის მენეჯმენტის პროფესიის დაუფლების შემდეგ, მან ვიზიტჯორჯიას აკადემიაში გაიარა გიდების მოსამზადებელი კურსი და 2 წლის განმავლობაში უწევდა მეგზურობას მსოფლიოს სხვადასხვა კუთხიდან ჩამოსულ სტუმრებს. მისი პროფესიული განვითარება არ შემოიფარგლა გიდის საქმიანობით და იგი მალევე გახდა ვიზიტჯორჯიას ინგლისურენოვანი განყოფილების ერთ-ერთი წარმატებული ტურ-ოპერატორი.

ლუკას აქვს ავსტრალიის, დიდი ბრიტანეთის, აშშ-ის, ისრაელის, სამხრეთ კორეისა და ტაილანდის ბაზრებზე მუშაობის დიდი გამოცდილება. კარგად იცის ამ ბაზრების სპეციფიკა და ინტერესები. ამ ხნის განმავლობაში იგი აქტიურად ავითარებდა არსებულ პროდუქტს და ქმნიდა ახალს. ლუკას დიდი გამოცდილება დაუგროვდა მარკეტინგის კუთხითაც.

იგი სისტემატიურად იღებდა მონაწილეობას ევროპის და აზიის საერთაშორისო ტურისტულ გამოფენებში. 7 წლიანი წარმატებული საქმიანობისა და უწყვეტი პროფესიული განვითარების შემდეგ, ლუკა მამნიაშვილი შეურთდა ვიზიტჯორჯიას აკადემიის გუნდს და 2022 წლიდან შეუდგება ტურიზმის სექტორში ახალგაზრდა კადრების მომზადებას.

გიორგი ხიდეშელი 

ტურიზმის მდგარდი განვითარების სპეციალისტი

საჯარო ადმინისტრირების სპეციალისტმა დათმო პროფესია და სიამოვნებით შემოუერთდა ვიზიტჯორჯიას გუნდს. ტურიზმში მისი კარიერული განვითარების პირველი ნაბიჯები გიდობას უკავშირდება. ინოვაციური იდეებიდან გამომდინარე მან მალევე დაიკავა ვიზიტჯორჯიას აკადემიის ხელმძღვანელის თანამდებობა და ბოლო რამდენიმე წელიწადში გიდების რამდენიმე თაობაც აღზარდა.

თუმცა მას შემდეგ რაც ვიზიტჯორჯიამ ტურიზმის მდგარდ განვითარებაზე ზრუნვა ერთ-ერთ პრიორიტეტად დაისახა, გიორგიმ აღნიშნული მიმართულებაც ჩაიბარა და ამ კუთხით რამდენიმე მნიშვნელოვანი პროექტიც განახორციელა.

კვალიფიკაციის ასამაღლებლად მან წარმატებით გაიარა Graz-ის უნივერსიტეტის სასწავლო კურსი და გახდა ტურიზმის მდგრადი განვითარების ერთ-ერთი პირველი სერტიფიცირებული სპეციალისტი საქართველოში. პრაქტიკულმა საქმიანობამ შეცვალა მისი აკადემიური ინტერესებიც. დღეისათვის იგი ბიზნესის ადმინისტრირების დოქტორანტია და ტუროპერატორული ბიზნესის მდგრადი განვითარების მოდელის შექმნაზე მუშაობს.

გსურთ დაეუფლოთ ტურის შექმნის, დაგეგმვისა და გამართვის უნარებს?