ვიზიტჯორჯიას აკადემია გთავაზობთ გიდის პროფესიული მომზადების თეორიულ და პრაქტიკულ სასწავლო კურსს. კურსის მიზანია მონაწილეები სრულყოფილად დაეუფლონ ტურის ჩატარების, მოგზაურებთან კომუნიკაციისა და დახვეწილი სერვისის მიწოდების უნარებს.
Learning by doing
სწავლების პროცესი დაფუძნებულია ისეთ მეთოდზე, როგორიცაა “Learning by Doing”. კურსის განმავლობაში მონაწილეები კომპანიის რეალურ საქმიანობაზე დაფუძნებულ დავალებებს შეასრულებენ.
სარგებელი
- დაეუფლები გიდის პროფესიას
- დასაქმდები მაღალანაზღაურებად პოზიციაზე
- გექნება მრავალფეროვანი და დინამიური სამუშაო გარემო
- იმოგზაურებ მთელი ქვეყნის მასშტაბით
- შეხვდები საინტერესო ადამიანებს მსოფლიოს ყველა კუთხიდან
- შეიძენ ახალ ცოდნასა და უნარებს
კურსის დეტალური ინფორმაცია
კურსის დაწყების თარიღი
სასწავლო პროცესი დაიწყო 2023 წლის 15 დეკემბერს და დასრულდა 2024 წლის 15 აპრილს.
ენა
სწავლება წარიმართება ქართული ენაზე
ლექციები ჩატარდება კვირაში ორჯერ
- სამშაბათი 11:00 – 13:00 (2 საათი)
- ხუთაბათი 11:00 – 13:00 (2 საათი)
ვიზიტჯორჯიას აკადემია
ინგოროყვას ქ. 4ა,
თბილისი, 0105, საქართველო
კურსის დასრულების შემდეგ, დასკვნითი გამოცდის წარმატებით ჩაბარების შემთხვევაში (მინ: 71%) მონაწილეები მიიღებენ სერტიფიკატს და დასაქმდებიან ტურისტულ სააგენტო ვიზიტჯორჯიაში გიდის პოზიციაზე.
რეგისტრაცია
სასწავლო კურსში მონაწილეობით დაინტერესებულმა პირებმა რეზიუმე უნდა გამოაგზავნონ ელექტრონულ ფოსტაზე: vacancy@visitgeorgia.ge
რეგისტრაცია დასრულებულია, განახლდება 2024 წლის ნოემბერში.
სასწავლო კურსის სილაბუსი
- საქართველოს ისტორია, კულტურა და ტრადიციები
- საქართველოს გეოგრაფია და გეოპოლიტიკა
- საქართველოს პოლიტიკური, ეკონომიკური და სოციალური ყოფა
- კულტურული მემკვიდრეობის ძეგლები: ისტორია და კულტურული მნიშვნელობა
- კულტურული პარალელები ერებს შორის
- ინფორმაციის მოძიების, დამუშავებისა და გადაცემის მეთოდები
- თხრობისა და სიტყვით გამოსვლის ხელოვნება
- პროფესიული თვითგანვითარების გზები
- ტურისტული სერვისის არსი და მომხმარებლის კმაყოფილება
- ტურის განხორციელება: პროცესის მართვა და დროის მენეჯმენტი
- მოგზაურებთან კომუნიკაციის ფსიქოლოგია და KYC (Know Your Customer)
- რისკ მენეჯმენტი და კრიზისული სიტუაციების მართვა ტურში
- ტურიზმის მდგრადი განვითარება
- მოგზაურობის თანამედროვე ტენდენციები
მონაწილეები შეირჩევიან გასაუბრების საფუძველზე.
კურსის ღირებულება
შერჩეული კანდიდატებისთვის სასწავლო კურსში მონაწილეობის საფასურს ფარავს „ტურისტული სააგენტო ვიზიტჯორჯია“.
მოთხოვნები
გიდის პროფესიული მომზადების კურსის გავლით დაინტერესებული პირები უნდა აკმაყოფილებდნენ შემდეგ კრიტერიუმებს:
უცხო ენის ცოდნა: ინგლისური, გერმანული, ფრანგული, ესპანური, იაპონური ან კორეული
- უმაღლესი განათლება: სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებები, ჰუმანიტარული მეცნიერებები, ეკონომიკა ან ბიზნესის ადმინისტრირება
- გამართული მეტყველებისა და ვერბალური კომუნიკაციის უნარი
- მენეჯმენტის საბაზისო უნარები
გაიცანით ტრენერები
სასწავლო კურსს გაუძღვებიან ვიზიტჯორჯიას მრავალწლიანი გამოცდილების მქონე გიდები, რომლებიც რეგულარულად იმაღლებენ კვალიფიკაციას დიდი ბრიტანეთის, გერმანიისა და ავსტრიის წამყვანი ტურისტული სააგენტოების სასწავლო ცენტრებში.
ლუკა მამნიაშვილი
ვიზიტჯორჯიას აკადემიის ხელძღვანელი
ტურიზმის მენეჯმენტის პროფესიის დაუფლების შემდეგ, მან ვიზიტჯორჯიას აკადემიაში გაიარა გიდების მოსამზადებელი კურსი და 2 წლის განმავლობაში უწევდა მეგზურობას მსოფლიოს სხვადასხვა კუთხიდან ჩამოსულ სტუმრებს. მისი პროფესიული განვითარება არ შემოიფარგლა გიდის საქმიანობით და იგი მალევე გახდა ვიზიტჯორჯიას ინგლისურენოვანი განყოფილების ერთ-ერთი წარმატებული ტურ-ოპერატორი.
ლუკას აქვს ავსტრალიის, დიდი ბრიტანეთის, აშშ-ის, ისრაელის, სამხრეთ კორეისა და ტაილანდის ბაზრებზე მუშაობის დიდი გამოცდილება. კარგად იცის ამ ბაზრების სპეციფიკა და ინტერესები. ამ ხნის განმავლობაში იგი აქტიურად ავითარებდა არსებულ პროდუქტს და ქმნიდა ახალს. ლუკას დიდი გამოცდილება დაუგროვდა მარკეტინგის კუთხითაც.
იგი სისტემატიურად იღებდა მონაწილეობას ევროპის და აზიის საერთაშორისო ტურისტულ გამოფენებში. 7 წლიანი წარმატებული საქმიანობისა და უწყვეტი პროფესიული განვითარების შემდეგ, ლუკა მამნიაშვილი შეურთდა ვიზიტჯორჯიას აკადემიის გუნდს და 2022 წლიდან შეუდგა ტურიზმის სექტორში ახალგაზრდა კადრების მომზადებას.
ხათუნა ონიაშვილი
ტრენერი და გიდი
ხათუნა ვიზიტჯორჯიაში 2007 წლიდან მუშაობს და კომპანიის ერთ-ერთი ყველაზე გამოცდილი გერმანულენოვანი გიდია. გარდა ამისა, როგორც ტრენერმა მან ჯამში 200-ზე მეტი გიდი აღზარდა, რომლებიც დღეს როგორც ვიზიტჯორჯიაში, ისე სხვა ტურისტულ სააგენტოებში წარმატებით საქმიანობენ. ხათუნას კვალიფიკაციის ასამაღლებელი კურსები გავლილი აქვს გერმანიაში, ავსტრიასა და თურქეთში.
სოფო ფრუიძე
ტრენერი და გიდი
სოფო ჩვენს გუნდს 2014 წელს შემოუერთდა და მალევე დაიმკვიდრა ადგილი ვიზიტ ჯორჯიას წამყვანი გიდების რეიტინგში, 2019 წლიდან კი იგი აკადემიის გუნდის წევრია.
პროფესიით ინგლისური ენისა და ლიტერატურის ფილოლოგს, რომელსაც ასევე დიდი გამოცდილება აქვს პედაგოგიურ საქმიანობაში, განსაკუთრებული წვლილი შეაქვს ახალი თაობის გიდების აღზრდაში.
ბოლო ათი წლის განმავლობაში მან ათასზე მეტ ინგლისურენოვან მოგზაურს გაუწია გიდობა და მრავალ პროფესიულ აღიარებასაც მიაღწია. სოფოს ცოდნა, უნარები და გამოცდილება იმდენად მრავალფეროვანია, რომ მას ერთნაირი წარმატებით შეუძლია როგორც კულტურული, ისე სამთო ან სხვა სპეციფიური ტიპის ტურების ჩატარება. იგი მუდმივად მონაწილეობს ევროპული ტურისტული სააგენტოების მიერ ორგანიზებულ კვალიფიკაციის ასამაღლებელ ტრენინგებში და სრულად აკმაყოფილებს გიდის პროფესიის დასავლურ სტანდარტს.
ნათია თავაძე
ტრენერი და გიდი
გერმანიაში მრავალწლიანი სწავლისა და ცხოვრების შემდეგ, საქართველოში ქვეყნის სიყვარულმა დააბრუნა და ჩვენთვის საბედნიეროდ, საყვარელი საქმეც მალე იპოვა.
2016 წლის ტურისტული სეზონიდან, ნათია ჩვენი გიდების რიგებში საპატიო ადგილს იკავებს. 2019 წლიდან კი იგი აქტიურად არის ჩართული გიდების მომზადების პროცესში.
ნათია გამორჩეულია სიღრმისეული ცოდნით მრავალი საკითხის გარშემო და ამ ცოდნისა თუ გამოცდილების გაზიარების უნიკალური უნარებით. მას ასევე აქვს ძალიან დიდი გამოცდილება გერმანელ, ავსტრიელ და შვეიცარიელ სტუმრებთან მუშაობის. იგი ასევე გახლავთ წამყვანი გერმანული ტურისტული სააგენტოს სერთიფიცირებული ტურლიდერი. ნათიას მიერ ჩატარებული ტურები ხასიათდება მაღალი ხარისხის სერვისითა და ყოველთვის მოწონებას იმსახურებს, როგორც პარტნიორი კომპანიების, ისე უშუალოდ მოგზაურების მხრიდან.